მინსკის შეთანხმების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ფსევდო-სიმშვიდე დამყარდა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა გერმანულ გამოცემა ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "დონეცკში ყოველდღე შეედინება თანამედროვე რუსული იარაღი, მაშინ, როდესაც ჩვენ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ზედმიწევნით ვასრულებთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია- დონბასში ფსევდო-ზავის რეჟიმი მოქმედებს,"-აღნიშნა პოროშენკომ.