შეერთებული შტატები ერაყში ჯიჰადისტთა ლიდერის დაღუპვის ფაქტს არ ადასტურებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავიადარტყმას მეჩეთში მყოფი ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაური მუსტაფა მუჰამედი ემსხვერპლა ერაყის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, საჰაერო იერიშს მუჰამედის რამდენიმე თანამებრძოლიც ემსხვერპლა.