ნატო უკრაინაში ერთობლივ წვრთნებს გამართავს. ამის შესახებ თურქეთში გამართულ მინისტერიალზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, სწავლება შემოდგომაზე ჩატარდება. გარდა ამისა, უკრაინაში ნატოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ალიანსის სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინის თავდაცვის უწყებას კონსულტაციებს გაუწევენ. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერას კონტროლის, ლოგისტიკისა და კიბერუსაფრთხოების სფეროშიც გააძლიერებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთი აღმოსავლეთ კრაინაში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და მოსკოვს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.