,,ნაცმოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში აცხადებს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ხალხის ნდობა სრულად დაკარგა, რასაც ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შედეგიც ადასტურებს.
,,კვლევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოების განწყობა ქვეყანაში არსებულ საკითხებთან მიმართებაში. ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ ჩატარებულ წინა გამოკითხვაში ,,ქართულ ოცნებას”, დაახლოებით, 50%-მდე რეიტინგი ჰქონდა, დღეს კი 24%-იანი აქვს. ეს, პრაქტიკულად, ნიშნავს ხალხის ნდობის სრულად დაკარგვას. მმართველი პოლიტიკური ძალის რეიტინგის მკვეთრად დაცემა განპირობებია იმ მდგომარეობით რაც არის ეკონომიკის, კრიმინალთან, ლარის კურსთან დაკავშირებით. რაც შეეხება ,,ნაციონალების” რეიტინგს წინა კვლევასთან შედარებით 5 პროცენტითაა მომატებული. ხალხი ხედავს ხელისუფლების უნიათობას და ეძებს იმ პოლიტიკურ ძალას რომელსაც აქვს გამოცდილება, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი და ამ უარყოფითი გამოცდილების საფუძველზე ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, გეგმა მომავალში როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან. სწორედ ამ გეგმისა და გამოცდილების ნდობითაა განპირობებული ჩვენი რეიტინგის ზრდა”, _განაცხადა ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილი არ გამორიცხვას, რომ ,,ქართული ოცნების” რეიტინგი რეალურად კიდევ უფრო დაბალი იყოს.
,, კვლევა აპრილის შუარიცხვებშია ჩატარებული, შესაბამისად ვფიქრობს ამის შემდეგ კიდევ უფრო საგრძნობი ცვლილებები მოხდებოდა მთავრობის რეიტინგის კლების კუთხით. მაისის თვემ აჩვენა, რომ ხელისუფლება არ აღიარებს არსებულ პრობლემებს და ჯიუტად აგრძელებს ისეთი სიტუაციის შექმნას თითქოს ყველაფერი კარგადაა”, _აცხადებს ბეჟაშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე ,,ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას დაუჭერდით ხმას” რესპოდენთა 24% კოალიცია ,,ქართულ ოცნებას, ,,ნაცმოძრაობას” გამოკითხულთა 16%, ,,თავისუფალ დემოკრატებს” კი გამოკითხულთა 5%, ,,პატრიოტთა ალიანს” 4%, ,,ლეიბორისტებს” კი 3%.
გამოკითხვა 2015 წლის 27 მარტიდან–19 აპრილამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,3%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).