,,თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევამ ცალსახად აჩვენა რომ მისი პარტიის ლიდერი იარაკლი ალასანია საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში აბაშიძე აცხადებს, რომ მისთვისი ცოტა გაუგებარია ალასანიას ჰქონდეს ამხელა რეიტინგი და მის პარტიას არა.
,,კვლევის თანახმად, ირაკლი ალასანიას როგორც პოლიტიკურ ლიდერს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი არ მხოლო ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ ფიგურებს შორის, არამედ ხელისუფლებაში მყოფებზეც. რაც შეეხება ,,თავისუფალი დემოკრატების” რეიტინგს მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხულებში მეორე არჩევანი პარტიას ყველაზე მაღალი აქვს”, _აცხადებს აბაშიძე.
,,ჯი-ეიჩ-ენის” კითხვაზე მისთვის მისაღებია თუ არა კვლების შედეგები აცხადებს:
,,დამეთანხმებით, რომ კვლევის შედეგები აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არის. ჩემთვის გაურკვეველია როგორ შეიძლება პარტიის ლიდერს ჰქონდეს ამხელა რეიტინგი და მის პარტიას არა, ამიტომ კვლევაში ბევრი ცდომილება შეიძლება იყოს. მთავარი მნიშვენლობა აქვს იმას არჩევნებზე ვინ რა ხმას მიღებს”, _აცხადებს აბაშიძემ.
,,თავისუფალი დემოკრატების” წევრი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მმართველი პოლიტიკური ძალის რეიტინგი კიდევ დაეცეს.
,,რეალობაა, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების” რეიტინგი მკვეთრად დაკლებულია. ველი, რომ მათი რეიტინგი კიდევ დაეცემა, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, რადგან როცა ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას ასეთი დაბალი რეიტინგი აქვს ნიშნავს იმას, რომ მძიმე მდგომაროებაა. Kკოალიციას 65-70%-იანი რეიტინგი ჰქონდა და ჩამოვიდნენ 20%-მდე ”, _აცხადებს აბაშიძე.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე ,,ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას დაუჭერდით ხმას” რესპოდენთა 24% კოალიცია ,,ქართულ ოცნებას, ,,ნაცმოძრაობას” გამოკითხულთა 16%, ,,თავისუფალ დემოკრატებს” კი გამოკითხულთა 5%, ,,პატრიოტთა ალიანს” 4%, ,,ლეიბორისტებს” კი 3%.
გამოკითხვა 2015 წლის 27 მარტიდან–19 აპრილამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,3%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).