SB11 კატეგორიის პარაოლიმპიურმა მოცურავემ ნიკა თვაურმა (მწვრთვნელი ედიშერ ტურაბელიძე) სეულში (სამხრეთ კორეა) უსინათლოთა საერთაშორისო სპორტული ფედერაციის (IBSA) ეგიდით მიმდინარე 2015 წლის მსოფლიო თამაშებზე, 50–მეტრიან დისტანციაზე ბრასით ცურვაში მესამე ადგილი დაიკავა, შედეგით 38.56.
სპორტულ კარიერაში ეს მსოფლიო დონის ასპარეზობაზე მიღებული მისი მეორე ბრინჯაოს მედალია, პირველი კი 2011 წლის ანალოგიურ თამაშებზე მიიღო, მაშინ მისი მწვრთნელი იყო ჰენრი კუპრაშვილი, რომელმაც პირველმა აზიარა იგი ცურვის ხელოვნებას და გაიყვანა საერთაშორისო სარბიელზე.
ნიკა თვაური 14 მაისს 100 მეტრიან დისტანციაზე მოსინჯავს ძალებს.