ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა გარკვეულია. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ბავარიამ სახლში ბარსელონას უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა, თუმცა გასვლაზე გაშვებული 3 უპასუხო გოლის გამო გერმანელები ტურნირს გამოეთიშნენ. ფინალში ლუის ენრიკეს შეგირდები რეალი-იუვენტუსის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე დღეს გაიმართება. პირველი ნახევარფინალური მატჩში სამეფო კლუბმა ტურინში მინიმალური ანგარიშით 0;1 წააგო.