კულტურის მინისტრის ინიციატივას, მოზარდების გასვლითი ღონისძიებების დროს უსაფრთხოების კონკრეტული რეგულაციების დაწესების აუცილებლობაზე, საკანონმდებლო ორგანოც უერთდება. საპარალამენტო უმრავლესობა მზად არის სამუშაო ჯგუფს საკუთარი მოსაზრებები წარუდგონოს.
მიხეილ გიორგაძის ინიციატივა, გასვლითი ღონისძიებებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში განხორციელდება.
სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, შეიმუშავებს სპეციალურ რეგულაციებს, თუ რა წესების დაცვით უნდა მოხდეს ბავშვების, არასრულწლოვნების გასტროლზე, სპორტულ შეკრებებსა და სკოლის ექსკურსიებზე წაყვანა და სასტუმროებში დაბინავება.
ჯგუფში აქტიურად ჩართვისთვის მზად არის განათლების უწყება. შეთავაზება მიიღო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმაც.
სისტემის ჩამოყალიბებაში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს UNICEF-იც.