პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აქვეყნებს. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის ლიდერმა მცირედი უპირატესობით გაიმარჯვა. ანჯეი დუდას ხმა ამომრჩეველთა 34,76 პროცენტმა მისცა, მოქმედმა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ კი ელექტორატის ხმების 33,77 პროცენტი მოიპოვა. არჩევნების მეორე ტური პოლონეთში 24 მაისს გაიმართება.