დონბასში სამხედრო აღლუმის ჩატარება წმინდა წყლის პროვოკაციაა. ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დონეცკსა და ლუგანსკში 9 მაისს გამართულ აღლუმს. კლიმკინის უწყების განცხადებით, დონბასში ჩატარებული აღლუმები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მოსკოვი და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი შეიარაღებული ფორმირებები მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ. უკრაინის დიპლომატიური უწყების მტკიცებით, აღლუმებზე რუსული სამხედრო ტექნიკა იქნა გამოყვანილი, რომლითაც ამბოხებულებს მოსკოვი ამარაგებს.