აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ხვალ, სოჭში ჩასვლას და რუსეთის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გეგმავს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრების დროს განიხილება ორმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი საკითხებისა, მათ შორის ისაუბრებენ ირანის, სიირიისა და უკრაინის თემებზე.
რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ჯონ ქერი თურქეთში გაემგზავრება, სადაც 13 მაისს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართება.