ბელარუსი ჩინეთისგან 7 მილიარდიან კრედიტს მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ვლადიმერ ზინოვსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, 3 მილიარდ დოლარს პეკინი კიევს შეღავათიანი, 4 მილიარდს კი კომერციული კრედიტის სახით გადაურიცხავს. გარდა ამისა, ბელარუსი მომავალი 3 წლის განმავლობაში ტექნიკური დახმარების სახით 800 მილიონ იუანს მიიღებს, რაც სოციალური პროექტების რეალიზებას მოხმარდება.