რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცახდა, რომ მოსკოვში 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ აღლუმზე, ევროპელი ლიდერების ჩაუსვლელობა არ სწყენია.
მოსკოვში გამართულ ზეიმზე მიწვეული ქვეყნების ოფიციალური პირებიდან მხოლოდ 27 ჩავიდა.
დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა უმეტესობამ 9 მაისს მოსკოვში ვიზიტზე უარი თქვა. ნიშანდობლივია, რომ აღლუმს არც ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დასწრებია.
მსოფლიო ლიდერებმა ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი რუსეთის პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით აწარმოებს.
საზეიმო აღლუმის შემდეგ პუტინმა ჟურნალისტებთან შეფასებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა ის პიროვნება, ვისი ხილვაც მათ 9 მაისს სურდათ, მოსკოვში იყო.
,,მთავარია, ადამიანებს ესმოდეთ, ბრძოლის და ნაციზმზე გამარჯვების ისტორიული მნიშვნელობა, როგორც ზოგადსაკაცობრიო დონის მოვლენა.” - განაცხადა მან.