ევროკავშირის უაღრესად დადებითი ტექნიკური ანგარიში, ბოლო ექვსი თვის მასშტაბური მუშაობის შედეგია, - განაცხცადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით.
მისი თქმით, იმიტომ რომ დადებითია, დღეს პარლამენტში ამაზე ოპონენტები არ ისაუბრებენ! არადა მისალოცია ქვეყნისთვის!
”ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და რეფორმების ამ აღიარებას და მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიტიკოსს და საჯარო მოხელეს, ვინც ამ შედეგის მიღებაში მიიღო მონაწილეობა. დიახ, ჩვენ ეს შევძელით ყველამ ერთად! და მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ინსტიტუციური დემოკრატია - აი, რას დატოვებს ეს მთავრობა მემკვიდრეობად.
ევროკავშირი: "საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხივე ბლოკის ფარგლებში. ეს წარმოაჩენს ქვეყნის სრულ მზადყოფნას და იმ ძალისხმევის ხარისხს, რაც მან განახორციელა. საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების იმპლემენტაცია და შედეგები სიღრმისეულად იქნა გაანალიზებული. ეს ადასტურებს, რომ საკანონმდებლო და პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება, ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპების და პროცედურების ერთიანობა ოთხივე ბლოკის შემთხვევაში საერთო ჯამში შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო მთლიანობაში შეესაბამება ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ამოცანებს",- განაცხადა წულუკიანმა.