მარია შარაპოვა მადრიდის ღია პირველობას გამოეთიშა. რუსმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში თანამემამულე სვეტლანა კუზნეცოვასთან წააგო. შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა და ანგარიშით 2:6, 4:6 დასრულდა. ფინალში კუზნეცოვა სერენა ულიამსსა და პეტრა კრიტოვას შორის გამარჯვებულს შეხვდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 4,2 მილიონ დოლარს შეადგენს.