გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ახალგაზრდა რეჟისორთა სპექტაკლის პრემიერა „იქ, სადაც შენი სახლია“ გაიმართა. 5 მინიატურისგან შემდგარი სპექტაკლის მიზანი ქართული და ევროპული ღირებულებების ერთობის წარმოჩენა იყო. საქართველოში მსგავსი ხასიათის ღონისძიება პირველად განხორციელდა
წარმოდგენის დასრულების შემდეგ მაყურებელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიმართა. საპატიო სტუმრის რანგში ღონისძიებაში მონაწილეობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან ბრასერი იღებდა.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.