რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა მადრიდის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. დაძაბულ ბრძოლაში მან დანიელი კაროლინა ვოზნიაცკი 6:1, 3:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა. ნახევარფინალში შარაპოვა კუზნეცოვა-საფარჟოვას წვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 4,2 მილიონ დოლარს შეადგენს.