რაფაელ ნადალი მადრიდის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. ესპანელმა 6:2, 6:2 იტალიელი სიმონე ბოლელი დაამარცხა. შეხვედრა 1 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. მეოთხედფინალში მსოფლიოს მესამე ჩოგანი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 4,2 მილიონ დოლარს შეადგენს.