საქალაქო სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულებულია. პროცესზე დაცვის მხარემ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგმლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებები წარმოადგინეს. კირკიტაძის ადვოკატის თქმით, მათ აქვთ შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც ყოფილი გუბერნატორის უდანაშაულობას დაადასტურებს. თავად კირკიტაძე კი, მის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ დევნას, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დაიწყო. ყველაფრის მიზანი კი კირკიტაძის მტკიცებით, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება იყო.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება კირკიტაძის ქვემო ქართლის გუბერნატორობის პერიოდს და რუსთავის ავტობაზრობაზე ორი ერთეული სპეც-ტექნიკის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტს.