დღეს, 22 აპრილს, "ეროვნული საბჭოს" ლიდერები კობა დავითაშვილი, კახა კუკავა და გუგე ცანავა რუსეთში გაემგზავრნენ.
მათი განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები როგორც რუსეთის ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაიმართება.
"გარდა ამისა, შევხვდებით ქართული დიასპორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს", - განმარტა "ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა
ისინი ასევე სანკტ-პეტერბურგში "ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის" მიერ ორგანიზებულ ქართული დიასპორების ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, 23-24 აპრილს გაიმართება.