სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა yofili მინისტრი ლევან ყიფიანი დარწმუნებულია, რომ მისი შემცვლელი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. ამის შესახებ, man სპორტის სამინიტროში ჟურნალისტებს განუცხადა.
,,დარწმუნებული ვარ ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ჩვენი სპორტის საკეთილდღეოდ. სადაც არ უნდა ვიყო, ხელს შევუწყობ მას. ჩვენი სურვილია, რომ ის პროექტები, რომელიც დაწყებული ან დაგეგმილია, გაგრძელდეს და განხორციელდეს", - განაცხადა ყიფიანმა.
ყიფიანი სამინისტროში მინისტრის თანამდებობაზე დანიშნულ ტარიელ ხეჩიკაშვილს შეხვდება da თანამდებობას გადააბარებს.
შეგახსენებთ, რომ ლევან ყიფიანმა გასულ კვირას თანამდებობა საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვა.