4 მაისს, 20:00 საათზე, თელავში, კაფე „მარლეტაში“ გაიმართება „საბას“ ლაურეატის, მწერალ კოტე ჯანდიერის შემოქმედებითი საღამო. მწერალი წაიკითხავს ფრაგმენტებს საკუთარი ნაწარმოებებიდან, უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს.
მანამდე კი, 14:00 საათზე, პრემია „საბას“ ლაურეატები რატი ამაღლობელი, კოტე ჯანდიერი, თეონა დოლენჯაშვილი და ტორესა მოსი კახეთის ორი სოფლის - ვაზისუბნისა და წინანდლის საჯარო სკოლებს საჩუქრად გადასცემენ ელექტრონულ ბიბლიოთეკას - “საბას" სპეციალურ სამკითხველო კუთხეს, ლეპტოპითა და შიგ ჩატვირთული 600-ზე მეტი ელექტრონული წიგნით.
ქართლისა და იმერეთის შემდეგ, კახეთი მესამე რეგიონია, სადაც პრემია „საბა“ შეხვედრებს მართავს და საჯარო სკოლებს ბიბლიოთეკით ასაჩუქრებს. „შეხვედრის საბა-ბი“ - ასე ჰქვია პრემია „საბას“ ამ ახალ საგანმანათლებლო აქციას, რომლის ფარგლებში „საბას“ ლაურეატები წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოივლიან და ადგილობრივ მკითხველებს შეხვდებიან, ამავე რეგიონის სოფლის სკოლებს კი საჩუქრად „საბას“ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკებს გადასცემენ.
ამ აქციის მხარდამჭერნი არიან წამყვანი ქართული გამომცემლობები, რომელთაც უსასყიდლოდ გადასცეს სოფლის სკოლების ელექტრონული ბიბლიოთეკისთვის: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დიოგენე, სიესტა, ინტელექტს, არტანუჯი, პალიტრა L, საუნჯე და ა.შ.