საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, ხუან ანტონიო სამარნჩი 89 წლის ასაკში, გულის შეტევით ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ფრანს პრესი" იუწყება.
შეგახსენებთ, რომ დილიდან სხვადსხვა საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამარანჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და მისი ექიმები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებდნენ. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამარანჩი გულის შეტევის შედეგად უკვე სამჯერ მოხვდა საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, რომ ხუან ანტონიო სამარანჩი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს 1980-2001 წლებში ხელმძრვანელობდა და მას შემდეგ, რაც პიერ დე კუბერტენის ინიციატივთ წინა ასწლეულის დასაწყისში ოლიმპიური თმაშები აღსდაგა, სამარანჩი ოლიმპიადის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთსო პრეზიდენტად ითვლება. ამასთან, საყოველთაო აზრით, ოლიმპიადა ფინანსურად მომგებიანი სწორედ სამარანჩის პრეზიდენტობის დროს იქცა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის თანამდებობაზე 2001 წელს სამარანჩი ახლანდელმა პრეზიდენტმა, ჟაკ როგემ შეცვალა.