"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები გია ჭანტურია და ინგა გრიგოლია დღეს კრწანისის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ლიდერებმა დაწვრილებით განუმარტეს მოსახლეობას, თუ რის საფუძველზე არის შესაძლებელი ტარიფების დაწევა და წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. ასევე განხილულ იქნა სხვადასხვა სოციალური თემები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
"ჩვენ მზად ვართ დაწვრილებით და გულდასმით მოვისმინოთ მოსახლეობაში არსებული პრობლემები და მათთან ერთად დავიწყოთ ამ პრობლემების გადაჭრა", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.