მანჩესტერ იუნაიტეტი სატრანსფერო რეკორდის მოხსნას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა "ტელეგრაფი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა მზადაა მადრიდის რეალის ნახევარმცველ გერეტ ბეილში 137 მილიონი ევრო გადაიხადოს. რეალმა ბეილი 100 მილიონად შეიძინა. ცნობილია, რომ ბეილის სამეფო კლუბის გულშემატკივრებთან არცთუ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვს. გარდა ამისა, მან რეალის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუსთან შეთამაშება ვერასგზით ვერ შეძლო, რის გამოც რონალდუმ ბეილის სიტყვიერი შეურაცხყოფა სტადიონზე რამდენჯერმე მიაყენა. მიმდინარე სეზონზე ბეილმა 43 შეხვედრაში ითამაშა და 17 გოლი გაიტანა.