ნატო რუსეთს პარტნიორად აღარ განიხილავს. ამის შესახებ ევროპაში ნატოს სახმელეთო ძალების მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა აშშ კონგრესში გამოსვლისას განაცხადა. „ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპაში ნატოს ძალები გათვლილი იყო სიტუაციებზე, რომლებშიც რუსეთსს ალიანსის პარტნიორ ქვეყნად განვიხილავდით, თუმცა დღეს მოსკოვი საკუთარი ქმედებებით საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ნატო-რუსეთის ურთიერთობას არ შეიძლება თანამშრომლობა დავარქვათ,“-აღნიშნა ბრიდლავმა. მისივე თქმით, რუსეტი შესაძლოა დონბასზე ფართომასსტაბური შეტევისთვის ემზადებოდეს.