"პოროშენო უკრაინელებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ იგავებით კვებავს, რადგანაც სხვა არარაფერი დარჩენია." ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ალექსეი პუშკოვის თქმით, "უვიზო რეჟიმი სხვა არაფერია, თუ არა მირაჟი, რომელზეც უკრაინელები ვერც იოცნებებენ."