საუდის არაბეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. მეფე სალმან იბნ აბდულ აზიზ ალ-საუდის განკარგულებით, პოსტი საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა საუდ იბნ ფეისალმა დატოვა, რომელიც დიპლომატიურ უწყებას 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ფეისალი მთავარი დიპლომატის პოსტზე ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩმა ადელ ალ-ჯუბეირმა ჩაანაცვლა. სატახტო ტიტული ჩამოერთვა მონარქის ძმას, რომელიც მეფის გარდაცვალების შემთხვევაში მონარქის ტიტულს ვეღარ მიიღებს. დღეიდან ის შინაგან საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს. პრინცი სალმანი სამეფო ტახტზე იანვარში მეფე აბდალას გარდაცვალების შემდეგ ავიდა.