ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ცეცხლის სრული ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხელისუფლების განცხადებით, რადიაციის მაჩვენებელი კიევსა და კიევის ოლქში დაშვებულ ნორმას არ აღემატება. ჩერნობილთან მდებარე ტყის მასივს ხანძარი გუშინ დილით გაუჩნდა. ამ დროისათვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება.