თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართება.
პროცესზე დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმის ეპიზოდზე იმსჯელებენ. გამოძიება ექსპრეზიდენტს ვალერი გელაშვილისთვის განზრახ მძიმე დაზიანებების მიყენებაში ედება.
დაცვისა და ბრალდების მხარეები დღესვე მოწმეებს დაასახელებენ.
ბრალდების მოწმეთა შორის არიან ნინო ყოფილი მაღალჩინოსნები ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.
პროცესზე დაცვის მხარე შუამდგომლობასაც დააყენებს, სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო პროცესი 15.00 საათზეა ჩანიშნული.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის საქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის გასული წლის ნოემბერში ბრალი დაუმძიმდა.