საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ქუთაისის ახალგაზრდობას შეხვდება.
16.00 საათზე შეხვედრა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, იმართება.
პროექტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრის მიზანია მხარი დაუჭიროს არასრულწლოვნებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას, პოპულარიზაციას.
კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ახალგაზრდებს ესაუბრება ალკოჰოლის,თამბაქოს, მავნე ნივთიერებების უარყოფით ზეგავლენაზე და ასევე აივ/შიდსის,ადრეული ქორწინების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების და მათთვის უმნიშვნელოვანესი ფიზიკური ვარჯიშის შესახებ.
შეხვედრა გაიმართება დიალოგის ფორმატში და ახალგაზრდები დეპუტატისგან მიიღებენ სრულყოფილ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე