ჩეჩნეთის ლიდერს დაღესტნის პრეზიდენტის სახით ახალი მხარდამჭერი გამოუჩნდა. რამაზან აბდულატუპოვის თქმით, მეზობელი ოლქების სამართალდამცავების მიერ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად სპეცოპერაციების ჩატარება მიუღებელია. „რატომღაც რაღაც ჯგუფები სპეცოპერაციებს შეუთანხმებლად ატარებენ. თუ რესპუბლიკის ხელმძღვანელი მე ვარ, მაშინ კეთილი ინებეთ საქმისყურში ჩამაყენეთ. სხვანაირად როგორ გავიგო, ჩვენები არიან თუ არა?“-აღნიშნა დაღესტნის ლიდერმა. კადიროვის მიმართ კრემლის უკმაყოფიოლება მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჩეჩნეთის ლიდერმა მასთან შეუთანხმებლად ოპერაციების ჩატარების შემთხვევაში ადგილობრივ ძალოვნებს სპეცრაზმელებისთვის ცეცხლის გახსნის განკარგულება მისცა.