საქართველოს თავდაცვის სამინისტრო GDS-ს ტროტილით, დეტონატორით, ვაზნებით, ტყვიამფრქვევით და სხვა საბრძოლო რესურსებით დაეხმარება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ განკარგულება 24 აპრილს გამოსცა. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ "ჯი დი ესს", სერიალ "ტიფლისის" მეორე სეზონისა და მასთან ერთად, ახალი ისტორიული ჟანრის მხატვრული მრავალსერიანი ფილმის, "ქერჩის" გადაღების მიზნით, სათანადო დახმარება უნდა გაუწიოს და განსაზღვრული რესურსებით უზრუნველყოს. კერძოდ: 10 კგ ტროტილი, 50 კაფსულ-დეტონატორი (კდ8), 30 ცალი ელ. დეტონატორი, 100 ცალი სადეტონაციო ზონარი, 5 000 ფუჭი ვაზნა და 10 კგ შავი დენთი. გარდა ამისა, "ჯი დი ესს" დროებით სარგებლობაში 3 ერთეული ტყვიამფრქვევი და 6 ცალი ვაზნის ლენტი გადაეცემა.
მთავრობის განკარგულება ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.