დღეს, 21 აპრილს, ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგით ნომრებს განსაზღვრავს.
საკრებულოს, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრა ცესკოში დღეს დაგეგმილ სხდომაზე, კენჭისყრის საფუძველზე მოხდება.
საარჩევნო კომისია რიგით ნომერს არჩევნებში მონაწილე 24 პარტიიდან 16-ს მიანიჭებს, დანარჩენმა 8 სუბიექტმა კი, როგორც ცნობილია, ის საარჩევნო ნომრები დაიტოვეს, რომლითაც წინა არჩევნებში მონაწილეობდნენ.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზევე მიიღებენ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 30 მაისის არჩევნებისთვის ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია დაიწყება.