ბერძნული საკალათბურთო კლუბი პანათინაიკოსი სოლიდური თანხით დააჯარიმეს. ევროლიგის გადაწყვეტილებით, კლუბი ჯარიმის სახით 150 ათას ევროს გადაიხდის. ამის მიზეზი მოსკოვის ცეესკასთან გამართულ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტი გახდა. პანათინაიკოსის მფლობელმა დიმიტრიას იანაკოპულოსმა მსაჯებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ იანკოპულოსი გასახდელში შეიჭრა და მსაჯებზე თავდასხმაც სცადა.