დღეს, 21 აპრილს 12:00 საათზე, "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახაბერ შარტავა და პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი საფრანგეთის საელჩოში საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ერიკ ფურნიეს შეხვდებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული ფორუმის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის თემაა: „ეროვნული ფორუმის" მიერ ინიცირებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ინიციატივები და ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება.