საქართველო სირიიდან და ერაყიდან შემოსულ თავშესაფრის მაძიებელთა 95%-ს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს ანიჭებს. სოზარ სუბარი განმარტავს, რომ პოლიტიკა იმ პირების მიმართ, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ, რადიკალურად შეიცვალა, რაც კონფლიქტის გაფართოებას უკავშირდება. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფოს აქვს ძალიან ლიბერალური და გამარტივებული მიდგომა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ.