საქართველოს პროკურატურა საზღვარგარეთის სამართალდამცავი ორგანოებისათვის ძებნილპირთა ექსტრადაციის შესახებ გაგზავნილ შუამდგომლობებზე რეკორდულად ბევრ უარს იღებს. სტასტისტიკა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა. "აი დი ეფაის" მონაცემებით, თუ 2012 წელს ექსტრადირების მოთხოვნები 71 პროცენტით დაკმაყოფილდა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 9 პროცენტამდე შემცირდა. შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოში. უმცირესობის განცხადებით, ეს პოლიტიკური დევნის არსებობას ადასტურებს, მმართველ გუნდში კი სტატისიკის შეცვლას კონკრეტულ მიზეზებს ვერ უძებნიან, თუმცა იმედოვნებენ, რომ მთავარი საგამოძიებო ორგანო განმარტებებს გააკეთებს.