ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბუდაპეშტში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დავით ბაქრაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა. უნგრულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ ნატოში ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. ასევე ითქვა, რომ უნგრეთი მუდამ იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი.