საქართველოს პრემიერისთვის გაუგებარია ინტერპოლის გადაწყვეტილება იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის წითელი ცირკულარიდან ამოღების შესახებ.როგორც ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა განაცახდა საქართველოს მთავრობამ ადეიშვილის და სხვა პირების პასუხისგებაში მისაცემად ყველაფერი გააკეთა.
,,ჩვენმა მთავრობამ, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა. ადეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში, იყო ძებნაში, და არის ძებნაში და რჩება ძებნაში და ყველა ის დამნაშავე, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა. ეს რომ ყოფილიყო არასაკმარისი, ან არაარგუმენტირებული, ინტერპოლი არ დასვამდა ადეიშვილის წითელ ცირკულარზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, პროკურატურის მიერ ინტერპოლში გაგზავნილი მასალები იყო საკმარისად არგუმენტირებული.