მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელი მარიო მანჯუკიჩი რეალთან შეხვედრისას დაშავდა. ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მას სამეფო კლუბის მცველმა სერხიო რამოსმა სახეში იდაყვი ჩაარტყა. შედეგად მანჯუკიჩს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, თუმცა რამდენიმე წუთში მოედანზე დაბრუნდა. შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა.