უმრავლესობა ინტერპოლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა
საპარლამენტო უმრავლესობა ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით ინტერპოლის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ის სერიოზულ დამნაშავეა, ამიტომ, ის აუცილებალად უნდა დააკავონ. ნაციონალური მოძრაობა კი წითელი ცირკულარიდან ადეიშვილის ამოღებას კანონზომიერად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის მიმართ დევნა პოლიტიკური მოტივით ხორციელდება.