თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის წინასასამართლო სხდომა ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს განახლდება. პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-არდასაშვებობის საკითხი გადაწყდება. სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზევე დააყენებს დაცვის მხარე შუამდგომლობას ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.