კანადა უკრაინაში 100 სამხედრო მოსამსახურეს გზავნის. ისინი ამერიკულ პროგრამაში ჩაერთვებიან და უკრაინული სამხედრო ნაწილების წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. კანადელი სამხედრო ინსტრუქტორები ქალაქ იავოროვში მდებარე ნატოს საწრთვნელ ცენტრში განთავსდებიან. ოფიციალურ განცხადებას უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სავარაუდოდ დღეს გააკეთებს.