საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის შეფასებით, პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში საბრძოლველად წასვლის ერთ-ერთი მიზეზი "მთავრობის უუნარობაა". როგორც რატიანი აღნიშნავს, ადგილობრივები თავს მიტოვებულად გრძნობენ.
"ძალიან სერიოზული პრობლემაა თავისთავად, რომ ახალგაზრდას შეუძლია სრულიად ლეგალურად (ან არალეგალურად) დატოვოს საქართველო. ეს არის მთავრობის სრული უუნარობის შედეგი. ადამიანები გრძნობენ თავს მიტოვებულად და იქ მუშაობა საერთოდ არ მიმდინარეობს" - ამბობს რატიანი.
ცნობისთვის, პანკისიდან წასული არასრულწლოვანის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის სირიაში ყოფნა დადასტურდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს ფოტოს, სადაც მოზარდები ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს დროშის ფონზე არიან აღბეჭდილები. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოდან სირიაში გაგზავნილი სკოლის მოსწავლეები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ–ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში არიან. მუსლიმ კუშტანაშვილის ბებია აცხადებს, რომ მის შვილიშვილს საქართველოში დაბრუნება უნდა.
მუსლიმ კუშტანაშვილმა და რამზან ბაღაკაშვილმა საქართველოს საზღვარი 2 აპრილს გადაკვეთეს.