ნორმანდიულმა ოთხეულმა ბერლინის შეხვედრაზე რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. პაველ კლიმკინის განმარტებით, უკრაინული მხარე დონბასში საერთაშორისო სამშვიდობო კონტიგენტის შეყვანას მოითხოვს, თუმცა საკითხის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ბერლინში მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე მხარეები 4 ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელმაც მონიტორინგი სამშვიდობო პროცესს უნდა გაუწიოს.