ჰილარი კლინტონის გადაწყვეტილებას, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დააყენოს, მოქმედი პრეზიდენტი ბარაქ ობამა ეხმაურება. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ღირსეული კანდიდატია და პრეზიდენტის მოვალეობებს თავს კარგად გაართმევს. ობამამ 2008 წლის პრაიმერიზიც გაიხსენა, სადაც კლინტონი მისი კონკურენტი იყო და იმ პიროვნულ და პროფესიონალურ ღირსებებზე ისაუბრა, რომლითაც პრეზიდენტობის კანდიდატი გამოირჩევა. წინასაარჩევნო კამპანიას ჰილარი კლინტონი მომავალ კვირას აიოვადან დაიწყებს.