"ალიასკა ეარლაინის" კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში სიეტლის აეროპორტში დააბრუნეს. ამის მიზეზი მტვირთავი გახდა, რომელმაც საბარგულიდან დროულად გამოსვლა ვერ შეძლო. აფრენისას პილოტებს საბარგულის კაბინიდან ყვირილი და ბრახუნი მოესმათ. საბარგულის კარების გაღებისას მათ კაბინაში შეშინებული მტვირთავი აღმოაჩინეს.