პოლიციელების მკვლელობისთვის ბრალდებული შალვა აბულაძის ადვოკატი დღეს განსასჯელს მოინახულებს. არჩილ ჩუბინიძის განცხადებით, აბულაძე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის. შესაბამისად, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისთვის ამ დრომდე უცნობია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აბულაძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.