თანამდებობის პირებს აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა აეკრძალათ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ვექტორი" ავრცელებს. შეზღუდვა სოფლების ე.წ. გამგებლებს, სკოლის დირექტორებს, სასწავლო ნაწილის გამგეებსა და სხვა თანამდებობის პირებს ეხებათ. გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის, ნონა შონიას განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან ქართულ სკოლებში სწავლება რუსულ და აფხაზურ ენებზე იქნება.